დავით ბერძენიშვილი - „ქოცებთან“ პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც „ქოცების“ უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს მომავალ პარლამენტში
დავით ბერძენიშვილი - „ქოცებთან“ პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც „ქოცების“ უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს მომავალ პარლამენტში

ქოცებთან“ პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც „ქოცების“ უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს მომავალ პარლამენტში, – ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას.

ქოცებთან“ პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც „ქოცებისუფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს მომავალ პარლამენტში (გამონაკლისს ვუშვებ, რაც არსს ვერ შეცვლის)))) „ქოცების“ ორბიტის დეკლარირებული პრორუსებიც და დეკლარირებული პროდასავლელებიც იქ არიან. ამომრჩეველს ეტყვიან – არც „ნაცი“ და არც „ქოციო“, პარლამენტში კი „ნაცებისგან“ „ქვეყნის გადასარჩენად“ „გაქოცდებიან“. მარტივია“, – წერს დავით ბერძენიშვილი „ფეისბუქში“.

დღეს „შერატონ მეტეხი პალასში“ პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას მმართველი გუნდის წარმომადგენლების გარდა, დაესწრნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ-გელა სალუაშვილი. ღონისძიებაზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციას არ ესწრეობდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აგრეთვე, „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის “რესპუბლიკელებიც“.