დავით ბერძენიშვილი - გააგებინეთ სააკაშვილს, კიდევ უფრო ნუ შეგვიშლის ხელს №5-ის შემოხაზვის მსურველ ნორმალურ ხალხს
დავით ბერძენიშვილი - გააგებინეთ სააკაშვილს, კიდევ უფრო ნუ შეგვიშლის ხელს №5-ის შემოხაზვის მსურველ ნორმალურ ხალხს

გააგებინეთ სააკაშვილს კიდევ უფრო ნუ შეგვიშლის ხელს №5-ის შემოხაზვის მსურველ ნორმალურ ხალხს, – ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „იყო და არის წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი“.

„მოშიმშილე პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილთან პოლემიკას ამჯერად არ ვაპირებ საპატრიარქოს თემაზე.

ანტისახელმწიფოებრივი პოზიციაა უკრაინის ავტოკეფალიაზეც და უამრავ სხვა საკითხზეც მისი ბნელი პოზიცია (არაგულწრფელი, კონიუნქტურული) თან.

გააგებინეთ, ვისაც შეგიძლიათ, კიდევ უფრო ნუ შეგვიშლის ხელს 5-იანის შემოხაზვის მსურველ ნორმალურ ხალხს“, – წერს დავით ბერძენიშვილი.

დატოვე კომენტარი