დავით ბერძენიშვილი - ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში დამოუკიდებელ მედიას ვერ შეებრძოლებიან
დავით ბერძენიშვილი - ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში დამოუკიდებელ მედიას ვერ შეებრძოლებიან

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში დამოუკიდებელ მედიას ვერ შეებრძოლებიან, ხელისუფლების მცდელობა, დახუროს „რუსთავი 2“ ვერ უზრუნველყოფს, იმას, რომ მან დახუროს ქართველი ხალხის არჩევანი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, დღეს არ არის ის ვითარება, რომ ქვეყანაში იყოს ერთადერთი შესაძლებლობა, პატარა ჯიხური ან ერთი-ორი პატარა ჯიხური ხელისუფლებასთან საინფორმაციო დაპირისპირების, დღეს სივრცე დიდია.

„პატარა ჯიხურებით ვახერხებდით წარმატების მიღწევას და ციფრული ტელევიზიებია პირობებში ბუნებრივია, ხელისუფლების მცდელობა, რომ დახუროს „რუსთავი 2“ ვერ უზრუნველყოფს, რომ მან დახუროს ქართველი ხალხის არჩევანი. ნდობის ფაქტორი არის განმსაზღვრელი, ჭარბი ნდობა იქცა სრულიად უნდობლობად ივანიშვილის მიმართ. ასეთ ვითარებაში ეს პერსონალური ფაქტორი ივანიშვილისთვის არის ძალიან დამთრგუნველი, მისი ყოველი მორიგი ნაბიჯი იქნება შეცდომა. როცა ძალიან სუსტი შესაძლებლობების ტექნიკის, ფინანსების თვალსაზრისით აჭარის ტელევიზია მისთვის ისეთივე მიუღებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალი ხართო, რომ ეუბნება, როცა ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებს და შეურაცხადის შთაბეჭდილებას ტოვებს, ეს გაჭირვებისაა. შეტევა თავისუფალ სიტყვაზე, მედიაზე, პოლიტიკაზე, ახალგაზრდებზე ეს არის ივანიშვილის მორიგი ინტელექტუალური შეცდომა. როდესაც შევარდნაძეს ძალიან გაუჭირდებოდა ხოლმე, ჩრდილოეთისკენ იყურებოდა. ისევე გაიხედა კრემლისკენ და ეს ამბავი ერთ კონტექსტში დასანახია, „ნამესნიკად“ შესთავაზა საკუთარი თავი კრემლს. არ გაუვიდა კრემლს აქ 9 აპრილი, არც საგარეო და საშინაო ხელისუფლებას არ გასდის ბრძოლა თავისუფლებასთან“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.