დავით ბერძენიშვილი - ჩემთვის გრიგოლ ვაშაძის წარდგენაში მონაწილეობა პატივია
დავით ბერძენიშვილი - ჩემთვის გრიგოლ ვაშაძის წარდგენაში მონაწილეობა პატივია

ჩემთვის გრიგოლ ვაშაძის წარდგენაში მონაწილეობა პატივია, რადგან „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულზე განსხვავებული შეფასებები გვაქვს, თუმცა გაცილებით მეტი გვაერთიენებს, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარადგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

ამასთან, ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ არის საკმარისი ქვეყანაში სრული პოლიტიკური კონსესუსის მისაღწევად.

„როგორც მაშინ, 2003 წელს ჩვენ ერთობით დავძლიეთ ქვეყნის უვარგისი ხელისუფლება, ახლაც კვლავ ერთობით დავძლევთ. წინ, კოალიციური ხელისუფლებისკენ. მივესალმები გრიგოლ ვაშაძის მთავარ სიტყვას, რომ ამ არჩევნების შედეგად კი არ უნდა დავყოთ საქართველო გამარჯვებულებად და დამარცხებულებად, 51 და 49 პროცენტად, გნებავთ 60 თუ 40 პროცენტად, არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, ევროპული, პრურალისტური, მრავალფეროვანი საქართველო. ერთიანობა მრავალფეროვნებაში, ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამ მძიმე ამოცანას დავძლევთ“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.