დავით ბერძენიშვილი - არ შეიძლება, წავუყრუოთ ილია მეორის მორიგ მუქარას, „ტაბურეტკის“ წახალისებას
დავით ბერძენიშვილი - არ შეიძლება, წავუყრუოთ ილია მეორის მორიგ მუქარას, „ტაბურეტკის“ წახალისებას

არ შეიძლება, წავუყრუოთ ილია მეორის მორიგ მუქარას, „ტაბურეტკის“ წახალისებას, – წერს სოციალურ ქსელში „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი. ის საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

„საპატრიარქოს მორიგი „ტაბურეტკა“ განცხადება აღმაშფოთებელია. ემუქრება ყველას შინ და გარეთ, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს. ფაქტობრივად ეს ანტიდასავლური მორიგი გამოხტომაა, ტესტს გვიტარებენ დემოკრატიულ კუნძულებს ქვეყანაში. გახარიას უწყებაა პასუხისმგებელი პრაიდის უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა. ამასთანავე, მთელ ხელისუფლებასაც უტარებს ტესტს ილია მეორე და მისი ანტიდასავლური გარემოცვა – პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელმა ერთმნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ ლგბტქ თემის მიმართ, მოწოდებამ, რომ წინ უნდა აღუდგნენ სხვა ქვეყნებში მათ ჩაგვრას, შეაშფოთა საპატრიარქო და მყისიერად უპასუხა დასავლეთს (საელჩოებს მიმართა), ჩვენთან არ გაგივათო. ასეთ დროს არ შეიძლება, რომ ადამიანის უფლებების პრიორიტეტი ვისაც გვაქვს დეკლარირებული ქართულ პოლიტიკაში, ვინც თავს პროდასავლურ ძალად მივიჩნევთ, წავუყრუოთ ილია მეორის მორიგ მუქარას – „ტაბურეტკის“ წახალისებას. ეს მისი პოლიტიკაა – ანტიდასავლური პოლიტიკა. ქართველი ერის სახელით მანამ ილაპარაკებს საპატრიარქოს რენეგატი, რეტროგრადი უმრავლესობა, სანამ ქართული პოლიტიკა ამის საშუალებას მისცემს. არასამთავრობო სექტორი, მედია, პროდასავლური პარტიები – ესაა დემოკრატიული ინსტიტუციები და ყველას მოგვეთხოვება, არ ჩავდგეთ სირაქლემას პოზაში. ასე ვფიქრობდი ათეული წლების წინაც და ახლაც ასე ვფიქრობ“, – წერს დავით ბერძენიშვილი.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვან ე.წ. გეი პრაიდი, რომელიც საზოგადოებრივ შფოთს გამოიწვევს.