დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა „ბადაგონის“ დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა „ბადაგონის“ დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ყოფილი დეპუტატის, დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ საქალაქო სასამართლოში კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

მოსარჩელე მხარე სალაყაიას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ედავება. ამასთან, სალაყაიასგან ბოდიშის მოხდას და მისგან გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.

დავით ბეჟუაშვილის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, ბეჟუაშვილს არც ადრე და არც ახლა, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედთან“, რომელიც „ბადაგონს“ წილებთან დაკავშირებით ედავება, არანაირი შეხება არ ჰქონია.

კორძაძის თქმით, სალაყაიას ბრალდებები მათთვის მიუღებელია და სრულიად გაუგებარია, რა მოტივი ამოძრავებს.

შპს „ბადაგონის” წილების მითვისების საქმეზე გამოძიება დაიწყო.