დავით ბაქრაძემ ქუთაისში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა
დავით ბაქრაძემ ქუთაისში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ქუთაისში შეხვდა. ბაქრაძემ შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას თავისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება არა კაბინეტის, არამედ ხალხის პრეზიდენტი და ცვლილებებიც მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს.