დავით ბაქრაძე წყნეთში, გურამიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
დავით ბაქრაძე წყნეთში, გურამიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე წყნეთში, გურამიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო,  ოჯახის წევრები საზღვარგარეთ სამუშაოდ არიან წასულები.  უცხოეთიდან მიღებული თანხები მათი ერთადერთი შემოსავალია. დავით ბაქრაძესთან საუბარში მოსახლეობა მოყვა, რომ ქვეყნის ფარგლის გარეთ წასულებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა,  პრობლემებს ქმნის ცხოვრებისა და მუშაობის სტატუსის არქონა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამის  პრიორიტეტი გააცნო, რომლის თანახმადაც, შესაძლებელი იქნება ემიგრანტებისთვის ლეგალური სამსახური, სამედიცინო დახმარება და საზღვარგარეთ  ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.