დავით ბაქრაძე - პანდემიის გამო ეუთო, ევროსაბჭო და სხვა მისიებიც არჩევნებზე წარმოდგენილი იყვნენ შეზღუდული მასშტაბით, ამიტომ ფაქტობრივი მასალა ბევრად ნაკლები ჰქონდათ
დავით ბაქრაძე - პანდემიის გამო ეუთო, ევროსაბჭო და სხვა მისიებიც არჩევნებზე წარმოდგენილი იყვნენ შეზღუდული მასშტაბით, ამიტომ ფაქტობრივი მასალა ბევრად ნაკლები ჰქონდათ

ეუთო-ს დამკვირვებლების მხრიდან ეს მოულოდნელი არ ყოფილა, ისინი პრაქტიკულდ იმეორებენ იმას, რაც თქვეს 31-ში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ეუთო-ს დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ეუთოც, ევროსაბჭოც და სხვა მისიებიც საქართველოში არჩევნებზე წარმოდგენილი იყვნენ ძალიან შეზღუდული მასშტაბით.

„სამწუხაროდ, წელს პანდემიამ შექმნა ის ვითარება, როდესაც ეუთოც, ევროსაბჭოც და სხვა მისიებიც წარმოდგენილი იყვნენ ძალიან შეზღუდული მასშტაბით, მცირე რაოდენობა დამკვირვებლები, მცირე ლოკაციებზე და ცოტახნით.ამიტომ განსხვავებით ყველა სხვა არჩევნებისგან, ამჯერად ფაქტობრივი მასალა ჰქონდათ ბევრად უფრო ნაკლები. ჩვენ ვაგრძელებთ ფაქტობრივი მასალის მიწოდებას. ხედავთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნაში, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დასკვნაში ბევრად უფრო წინ არის კრიტიკა წასული და ბევრად მძიმე შეფასებებია, სწორედ იმ მასალების საფუძველზე, რომელსაც ახლა ეცნობიან“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძე ამბობს, რომ გაგრძელდება პარტნიორებთან მუშაობა.

„რაც შეეხება ჩიხიდან გამოსვლას, დიახ, ქვეყანა უნდა გამოვიდეს ჩიხიდან, ოღონდ ჩიხიდან გამოსვლა არ არის უკანონობის დაკანონება, ჩიხიდან გამოსვლა არ არის გაყალბებულ პარლამენტში შესვლ, ჩიხიდან გამოსვლაა ამ ქვეყნაში არჩევნების ჩატარება და გადაწყვეტა, ვინ უნდა მართოს ქვეყანა. თუ ქართველი ხალხი სამართლიან არჩევნებში მისცემს ნდობის მანდატს „ქართულ ოცნებას“, კიბატონო, ოღონდ, სამართლიან არჩევნებში. ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხალხის მანდატი და არა თამარ ჟვანიას მანდატი. თამარ ჟვანიას მანდატიანი ხელისუფლების, უკაცრავად, გაპრავება, ეს არ არის არც ჩიხიდან გამოსვლა და არც ქართული სახელმწიფოს განვითარების გზა. ეს არის გზა სახელმწიფოს მიტაცებისკენ. ამიტომ სახელმწიფოს მიტაცებაში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩიხიდან გამოსასვლელად მზად ვართ. ჩიხიდან გამოსვლა გადის დემოკრატილ არჩევნებზე და ქართველი ხალხისთვის გადაწყვეტაზე ნორმალურ და თავისუფალ არჩევნებში, ვის ანდობს ქვეყნის მართვას, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შეხეგებს, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ და დავემორჩილებით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.