დავით ბაქრაძე - ველოდებით, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს პარლამენტში შემოიტანს პრემიერ-მინისტრი და არა კანცელარიის რომელიმე თანამშრომელი
დავით ბაქრაძე - ველოდებით, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს პარლამენტში შემოიტანს პრემიერ-მინისტრი და არა კანცელარიის რომელიმე თანამშრომელი

„ევროპული საქართველო“ მოვითხოვთ და ველოდებით, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს პარლამენტში შემოიტანს პრემიერ-მინისტრი, საზოგადოებას საკუთარ სტრატეგიას გააცნობს პრემიერ-მინისტრი და არა კანცელარიის რომელიმე თანამშრომელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს ქვეყანაში ასიათასობის ადამიანის მდგომარეობაზე.

„აუცილებელია, ამ გადაწყვეტილების გასაცნობად პარლამენტში მობრძანდეს პრემიერ-მინისტრი და არა კანცელარიის რომელიმე თანამშრომელი. აუცილებელია, პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ სწორედ პრემიერისგან გაიგოს, რა სტრატეგია აქვს მთავრობას მომავალი ერთი თვის განმავლობაში, როგორ იმუშავებს საგანგებო მდგომარეობა, როგორ გამოსწორდება ხარვეზები, რომელიც ყველამ დავინახეთ წინა თვის საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას და რაც მთავარია, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა, როგორ ეხმარება მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახლებში გამოკეტილ ასობით ათას ადამიანს და ოჯახს, ვისი ეკონომიკური მდგომარეობაც კიდევ უფრო დამძიმდა. ყველა ეს კითხვა მოითხოვს პასუხს, ამ კითხვებზე პასუხები უნდა გასცეს სწორედ პრემიერ-მინისტრმა, ამიტომ „ევროპული საქართველო“ მოვითხოვთ და ველოდებით, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს პარლამენტში შემოიტანს სწორედ პრემიერ-მინისტრი და საზოგადოებას საკუთარ სტრატეგიას გააცნობს პრემიერ მინისტრი და არა მისი კანცელარიის რომელიმე თანამშრომელი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.