დავით ბაქრაძე - უმრავლესობის დაშლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე უმცირესობის სტატუსის შენარჩუნება
დავით ბაქრაძე - უმრავლესობის დაშლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე უმცირესობის სტატუსის შენარჩუნება

უმრავლესობის დაშლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე უმცირესობის სტატუსის შენარჩუნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით  საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლის შედეგად „ევროპულმა საქართველომ“ უმცირესობის სტატუსი დაკარგა. უმცირესობა კი არ დაშლილა, მან უბრალოდ სტატუსი დაკარგა იმის გამო, რომ უმრავლესობიდან უფრო მეტი დეპუტატი გავიდა, ვიდრე გარეთ დარჩენილი დეპუტატები არიან. ამ ეტაპზე პარლამენტში არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ჩვენთვის უმცირესობის სტატუსი გადამწყვეტი არ არის. ჩვენი ამოცანაა „ქართული ოცნების“ დამარცხება. ამიტომ უმრავლესობის დაშლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენთვის, ვიდრე უმცირესობის სტატუსის შენარჩუნება. „ევროპული საქართველო“ პარლამენტში საქმიანობას ძალიან აქტიურად გააგრძელებს. ჩვენ სამი ფრაქცია გვყავს და პარლამენტში მუშაობას სწორედ სამი ფრაქციის ფორმატში გავაგრძელებთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.