დავით ბაქრაძე - სვეტიცხოველი არის უდიდესი რელიგიური სიწმინდე საქართველოსთვის და სიმბოლო ქართული სახელმწიფოსი
დავით ბაქრაძე - სვეტიცხოველი არის უდიდესი რელიგიური სიწმინდე საქართველოსთვის და სიმბოლო ქართული სახელმწიფოსი

სვეტიცხოველი არის უდიდესი რელიგიური სიწმინდე საქართველოსთვის და სიმბოლო ქართული სახელმწიფოსი – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა.

ბაქრაძემ მთელს საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

„სვეტიცხოველი არის უდიდესი რელიგიური სიწმინდე საქართველოსთვის და ამასთან ერთად სიმბოლო ქართული სახელმწიფოსი, სიმბოლო ჩვენი ისტორიის და წარსულის.

მთელს საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ვისურვებ, რომ თითოეულ ქართულ ოჯახში იყოს სიმშვიდე, სიკეთე და უკეთესი ხვალინდელი დღე“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.