დავით ბაქრაძე - შუალედურ არჩევნებზე გარემო არის ზუსტად ისეთი, რაც წინა არჩევნებზე უცხოელი პარტნიორების სერიოზული კრიტიკის საბაბი გახდა
დავით ბაქრაძე - შუალედურ არჩევნებზე გარემო არის ზუსტად ისეთი, რაც წინა არჩევნებზე უცხოელი პარტნიორების სერიოზული კრიტიკის საბაბი გახდა

შუალედურ არჩევნებზე გარემო არის ზუსტად ისეთი, რაც წინა არჩევნებზე უცხოელი პარტნიორების მხრიდან სერიოზული კრიტიკის საბაბი გახდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი გადაუდგამს, რომ პრობლემები საკანონმდებლო დონეზე მოგვარებულიყო და გამოხატულიყო პოლიტიკური ნება მათ შესაცვლელად.

„წინასაარჩევნო გარემოს განსაზღვრავს მეთოდები, რომელიც უკვე ტრადიციული გახდა „ქართული ოცნების“ პირობებში და რომელიც მათი საარჩევნო ხელწერას. პირველ რიგში ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ასევე ეს გახლავთ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაშინება იმ მიზნით, რომ არ მოვიდეს და არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და დაუსჯელი ძალადობა. ყველა ამ პრობლემაზე საუბრობს, არა მხოლოდ ოპოზიცია, ყველას პრობლემა ასახულია საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებში, მათ შორის ეუთო-ს დასკვნაში. შუალედურ არჩევნებზეც გარემო არის ზუსტად ისეთი, რაც გახდა ძალიან სერიოზული კრიტიკის საბაბი ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან წინა არჩევნებზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.