დავით ბაქრაძე - სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები იმდენად ზედაპირზეა, გამორიცხულია, ეს ყველაფერი ვერ დაენახა ევროსაბჭოს დელეგაციას
დავით ბაქრაძე - სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები იმდენად ზედაპირზეა, გამორიცხულია, ეს ყველაფერი ვერ დაენახა ევროსაბჭოს დელეგაციას

იმდენად ზედაპირზეა პრობლემები, რომელიც ახასიათებს დღეს სასამართლო სისტემას საქართველოში გამორიცხულია, ეს ყველაფერი ვერ დაენახა ევროსაბჭოს დელეგაციას და ვერ დაენახა უფრო ადრე ვენეციის კომისიას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ევროსაბჭოს მომხსენებლების განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე დადასტურებაა იმის, რომ პარტიული და კლანური ინტერესების გამო აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეასრულონ რეკომენდაციები, რომლებიც მოდის ევროსაბჭოსგან, ვენეციის კომისიისგან და ამ რეკომენდაციებში მთავარი გახლავთ ის, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცოს მხოლოდ მინიმალური რაოდენობა მოსამართლეების და დანარჩენი პროცესი გადავდოთ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს არის აუცილებელი საქართველოში სასამართლოს გაჯანსაღებისთვის. ეს არის აუცილებელი ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიციის შესრულებისთვის და მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ დააყენებს ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე საკუთარი პარტიული და კლანური ინტერესების გამო“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმებიანი, მაგრამ გამოთქვამენ შეშფოთებას პროცესის მიმართ, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში გაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატების სია შეადგინა.

„თანამომხსენებლები ასევე აღნიშნავენ, რომ კითხვები გაჩნდა ზოგიერთი კანდიდატების კვალიფიკაციის მიმართ, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩია, ასევე შემაშფოთებელია მკაფიო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ გამოთქმული ბრალდებებიც“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი