დავით ბაქრაძე - საპარლამენტო არჩევნების შედეგები „ევროპული საქართველოსთვის“ იყო ცუდი
დავით ბაქრაძე - საპარლამენტო არჩევნების შედეგები „ევროპული საქართველოსთვის“ იყო ცუდი

მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, არჩევნების შედეგები „ევროპული საქართველოსთვის“ იყო ცუდი, მიმაჩნია, რომ თანამედროვე პოლიტიკის კულტურის საკითხია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, „ევროპულ საქართველოში“ მისი ოთხწლიანი თავმჯდომარეობა იყო წარმატებული და კარგი ამ პარტიისთვის, მაგრამ კიდევ მომავალი ოთხი წლით დარჩენა იქნება ცუდი.

„მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, არჩევნების შედეგები „ევროპული საქართველოსთვის“ იყო ცუდი, მიმაჩნია, რომ თანამედროვე პოლიტიკის კულტურის საკითხია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე, ამ პასუხისმგებლობას იღებს არა იმიტომ, რომ ეს არის ლიდერის ბრალი. ამ პარტიაში ბევრი მხარდამჭერის ხმა იყო სწორედ იმიტომ, რომ ისინი მხარს უჭერდნენ დავით ბაქრაძეს. ამიტომ ბრალეულობაზე არ არის საუბარი. საუბარია პასუხისმგებლობაზე. მე, როგორც ლიდერს, მიმაჩნია, რომ უნდა ვიყო პასუხისმგებლობის მაგალითი იმაზე, რომ როდესაც პარტიის შედეგი არის უარესი, თუნდაც გაყალბებით, მაგრამ არის უარესი, ვიდრე უნდა იყოს, პარტიის ლიდერმა უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯი. განახლებისა და პასუხისმგებლობის გამო, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ დავაყენო ჩემი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, მომავალ ყრილობაზე, რომელიც წესდებით უნდა გაიმართოს შემდეგ ორ თვეში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.