დავით ბაქრაძე - სამთავრობო პროგრამა წინა პროგრამებიდან არის გადმოწერილი, დამატებული სიახლეები კი, გაუაზრებელია
დავით ბაქრაძე - სამთავრობო პროგრამა წინა პროგრამებიდან არის გადმოწერილი, დამატებული სიახლეები კი, გაუაზრებელია

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, სამთავრობო პროგრამა წინა პროგრამებიდან არის გადმოწერილი, ხოლო მასში დამატებული სიახლეები სრულიად გაუაზრებელია.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროგრამაში მოცემულია განათლების მინისტრის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც საქართველოში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას ეხება.

„შემადგენლობა ვნახეთ, რომელიც ერთი მხრივ, ისეთი სახეებისგან შედგება, რომელთა მთავრობაში ნახვა საზოგადოებას არ უნდა, ხოლო მეორე მხრივ, სრულიად უცნობი სახეები და ადამიანები არიან, რომელთა შესახებ საზოგადოებაში არაფერი იციან მაშინ, როდესაც ხვალიდან ასობით ათას ოჯახზე იქნებიან პასუხისმგებელი. იმ პოლიტიკურ გუნდს ვხედავთ, რომელმაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ხმამაღალი დაპირებების მიღმა პრაქტიკულად ვერაფერი გააკეთა, ხალხის პრობლემები ვერ მოაგვარა, ქვეყანა წინ ვერ წაიყვანა და ის სირთულეები ვერ გაიაზრა, რომელიც ქვეყანაშია”, – აღნიშნა ბაქრაძემ.

პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.