დავით ბაქრაძე - სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას, ის არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დანამატი
დავით ბაქრაძე - სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას, ის არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დანამატი

სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას და ის არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დანამატი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

„მნიშვნელობა არ აქვს, რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, რადგან მისი ერთი წლის გაკეთებული საქმეებიდან საზოგადოებას ახსოვს ლავროვის მოწვევა საქართველოში, ახსოვს მკვლელების შეწყალება, ახსოვს დავით გარეჯის პრობლემის შექმნა და ირანული ანტიკვარული მამლების შეძენა. ამ ფონზე რაზე ისაუბრა მან პარლამენტში, არის მეათე ხარისხოვანი მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას და ის არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დანამატი, აქედან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილება გახდა, რომ არ მოგვეღო მონაწილეობა და არ ვყოფილიყავით დღეს დარბაზში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.