დავით ბაქრაძე - სახელმწიფო და საზოგადოება ფასდება იმით, როგორ ზრუნავს თავის ასაკოვან და უფროს თაობაზე
დავით ბაქრაძე - სახელმწიფო და საზოგადოება ფასდება იმით, როგორ ზრუნავს თავის ასაკოვან და უფროს თაობაზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, სახელმწიფო და საზოგადოება ფასდება იმით, თუ როგორ ზრუნავს თავის ასაკოვან და უფროს თაობაზე.

„დღეს არის დღე, როდესაც პირველ რიგში, ჩვენი უღრმესი პატივისცემა უნდა გამოვხატოთ ვეტერანების მიმართ. იმ ადამიანების მიმართ, ვინც გადაიარა უმძიმესი ომი, დაამარცხა მსოფლიოს მთავარი ბოროტება. ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე, მაგრამ დღეს ასევე არის ჩვენი ვალდებულებების გააზრების დღე. სახელმწიფო და საზოგადოება ფასდება იმით, თუ როგორ ზრუნავს თავის ასაკოვან და უფროს თაობაზე. დღეს არა მხოლოდ უნდა მივულოცოთ მათ, არამედ კარგად უნდა გავიაზროთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რათა დავეხმაროთ უფროს თაობას და მოვუგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასაკმარისი პენსია, გაძვირებული მედიკამენტები და სხვა სირთულეები. ვულოცავთ და დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რას ვაკეთებთ ვეტერანებისა და ზოგადად ჩვენი უფროსი და ასაკოვანი თაობის ნორმალური ცხოვრებისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.