დავით ბაქრაძე - ქართველი ხალხის სახელით დავაფიქსირებთ, როგორი მადლობელი ვართ სენატორი მაკკეინის
დავით ბაქრაძე - ქართველი ხალხის სახელით დავაფიქსირებთ, როგორი მადლობელი ვართ სენატორი მაკკეინის

ქართველი ხალხის სახელით დავაფიქსირებთ, თუ როგორი მადლობელი ვართ სენატორი მაკკეინის, რაც მან გააკეთა საქართველოსთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის  ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ში გამგზავრებამდე განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „სამწუხაროა, რომ აშშ-ში ასეთი მცირე დელეგაცია მიდის საქართველოდან“.

„სრულიად აუცილებელია, რომ საქართველოდან იყოს დელეგაცია, რომელიც გამოხატავს საკუთარ ადამიანურ სამძიმარს ჩვენი დიდი მეგობრის გარდაცვალების გამო. საქართველო დგას იქ, სადაც დგას მთელი მსოფლიოს და აშშ-ის პოლიტიკური ელიტა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ასეთი მცირე დელეგაცია მიდის საქართველოდან. სამწუხაროა, რომ ვერც პრემიერმა, ვერც პრეზიდენტმა და ვერც უმაღლესი თანამდებობის პირებმა, როგრც ჩანს, ვერ ან არ ჩათვალეს საჭიროდ ამ ღონისძიებაზე წასვლა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იქ უნდა იყოს საქართველოს დელეგაცია. ჩვენ ვიქნებით და ქართველი ხალხის სახელით დავაფიქსირებთ, თუ როგორი მადლობელი ვართ სენატორი მაკკეინის, რაც მან გააკეთა საქართველოსთვის“,- განაცხადა ბაქრაძემ.

სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს გარდაიცვალა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. მაკკეინს ანაპოლისში, საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე 2 სექტემბერს დაკრძალავენ.