დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია, მაფიოზური მართვის მოდელი
დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია, მაფიოზური მართვის მოდელი

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ბაქრაძის განცხადებით, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილზე ზეწოლასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აუდიო მასალები ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია, დააბრუნა არაფორმალური, მაფიოზური მართვის მოდელი.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი 28 ოქტომბრის არჩევნებია და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს დანაშაული აუცილებლად იქნება გამოძიებული.