დავით ბაქრაძე - მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლის პროფესიონალიზმი, კეთილშობილება და პატიოსნება მთაწმინდელებს ნამდვილად გამოადგებათ
დავით ბაქრაძე - მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლის პროფესიონალიზმი, კეთილშობილება და პატიოსნება მთაწმინდელებს ნამდვილად გამოადგებათ

მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლის პროფესიონალიზმი, კეთილშობილება და პატიოსნება ნამდვილად გამოადგებათ მთაწმინდელებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი ამომრჩევლისთვის არის ძალიან თვალსაჩინო და ნათელი არჩევანი. ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა, ზიზღზე, დაპირისპირებასა და წარსულის ნგრევაზე აგებული პოლიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის შანსი შევცვალოთ ეს ყველაფერი, წავიყვანოთ ქვეყანა წინ და ავირჩიოთ პარლამენტში ადამიანი, რომელიც მართლაც გამორჩეული იქნება საკუთარი წესიერებით და პროფესიონალიზმით.

ამიტომ ვფიქრობ, რომ არჩევანი არის სრულიად ნათელი და გასაგები. ბუნებრივია მე მხარი დავუჭირე ცვლილებებს, უკეთესობას და მხარი დავუჭირე პარლამენტში ადამიანს, რომელის პროფესიონალიზმი, კეთილშობილება და პატიოსნება ნამდვილად გამოადგება მთაწმინდელებს და არა მხოლოდ მთაწმინდელებს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.