დავით ბაქრაძე - მე ვარ საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი და ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებ ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებას
დავით ბაქრაძე - მე ვარ საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი და ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებ ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებას

ნებისმიერ შემთხვევაში მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება, არჩეული ვარ, როგორც პარლამენტის წევრი და მე მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას ვაცნობებ, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას.

კითხვაზე, იქნება თუ არა მედიატორის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე დავით ბაქრაძის ინდივიდუალური ხელმოწერა, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ის მოლაპარაკებებში პარტიის სახელით არ იღებს მონაწილეობას.

„პარტიების სახელით მე არ ვსაუბრობ და არ ვიღებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. არ ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ დოკუმენტზე ცალკეული პირების, ინდივიდუალური პირების ხელმოწერა იქნება. ალბათ დოკუმენტი იქნება პარტიული ხელმოწერებისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება. მე არჩეული ვარ, როგორც პარლამენტის წევრი და მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას ვაცნობებ“, – განახცადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, სულ ცოტა ხანში დაიდება დოკუმენტი და ყველა ერთად ნახავს, მოხერხდება თუ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დღეს და შეთანხმებით დასრულება.

„ის, რომ კრიზისის დასრულება ქვეყანას სჭირდება, ეჭვს არ იწვევს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.