დავით ბაქრაძე მარნეულში სტუდენტებს შეხვდა
დავით ბაქრაძე მარნეულში სტუდენტებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მარნეულში სტუდენტებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, მარნეულში ბევრმა ახალგაზრდამ ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის გადალახვა მოახერხა, მაგრამ განათლების სტრუქტურაში არსებული საკანონმდებლო ხარვეზებისა და პრობლემების გამო, ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა. ბაქრაძემ სტუდენტებთან აღნიშნული საკითხი განიხილა და ახალგაზრდებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი გააცნო, რომლის თანახმად, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის ფონდიდან ყოველწლიურად თანხის 50 პროცენტი უცხოეთში სტუდენტების დაფინანსებას მოხმარდება.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ინტენსიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუდენტებს შესთავაზა, პრობლემებისა და იდეების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებითაც მიაწოდონ.