დავით ბაქრაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობას შეხვდა
დავით ბაქრაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს’’ ლიდერმა ადგილობრივების პრობლემები „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატთან, აჰმედ იმამყულიევთან ერთად მოისმინა.  როგორც პარტიაში აცხადებენ, ალგეთის მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. ასევე, ერთ წელზე მეტია, სასმელი წყალი სოფლის მხოლოდ ნახევარს, გრაფიკით მიეწოდება.

დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ ოფიციალურად მიმართავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, ასევე გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მაგრამ მისი თქმით, პრობლემების გლობალურად გადაჭრისთვის საჭიროა მთავრობის მშვიდობიანად ჩამოცილება ხელისუფლებიდან. ბაქრაძის შეფასებით, მთავრობა უმაქნისია.