დავით ბაქრაძე - მაღალია ალბათობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართოს
დავით ბაქრაძე - მაღალია ალბათობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართოს

ხელისუფლებას სულ ტყუილად ჰგონია, რომ მათი მიყვანილი ადამიანები ხმას აძლევენ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ცდილობს.

„ჩვენი მონაცემებით, ძალიან კარგად მიდის კენჭისყრის პროცესი. ძალიან ბევრი ჩვენი მომხრე უკვე მისულია და ხმა აქვს მიცემული. გამოვეხმაურები მდინარაძის ბრიფინგსაც, რომ თურმე მისი მონაცემებით, ხელისულება დამაჯერებლად იგებს, სწორედ ეს არის ადმინისტრაციული რესურსი, როცა ადამიანები წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით, ბლანკების მიხედვით, რომელსაც საბავშვო ბაღების და სკოლების მასწავლებლებს ურიგებდნენ ამის მიხედვით მიჰყავთ უბნებზე, მაგრამ სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ მათი მიყვანილი ადამიანები ხმას აძლევენ „ქართული ოცნების კანდიდატს“. ძალიან ბევრი ადამიანისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მიდიან, მაგრამ ხმას არ აძლევენ „ქართული ოცნების“ კანდიდატს”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით,მაღალია იმის ალბათობა, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართოს.