დავით ბაქრაძე ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მოსახლეობას შეხვდა
დავით ბაქრაძე ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ხობის რაიონში, სოფელ ხეთაში მოსახლეობას შეხვდა.

ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ, სოციალურ ფონს უჩივიან და პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარში ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და მედიკამენტებზეც არ ყოფნით.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა სოფელ ხეთაში მცხოვრებ პენსიონერებს საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო,რომელიც პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.