დავით ბაქრაძე - გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომით დაადასტურა, რომ თანამდებობა ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო დატოვა
დავით ბაქრაძე - გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომით დაადასტურა, რომ თანამდებობა ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო დატოვა

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომით დაადასტურა, რომ თანამდებობა ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო დატოვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„გადადგომის წინ გიორგი კვირიკაშვილმა ისევ ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის პოზიცია ისევ არაადეკვატურია და ვერ აცნობიერებს, რა ხდება ქვეყანაში. ეს გუნდი მთლიანად უნდა შეიცვალოს, მშვიდობიანი, არჩევნების გზით“, – განაცხადა ბაქრაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.