დავით ბაქრაძე - ეკონომიკური უიმედობა, უმუშევრობა, სიღარიბე უნდა დავასრულოთ ამ არჩევნებზე, ამას ეძახის „ევროპული საქართველო“ გარდამტეხ ცვლილებებს
დავით ბაქრაძე - ეკონომიკური უიმედობა, უმუშევრობა, სიღარიბე უნდა დავასრულოთ ამ არჩევნებზე, ამას ეძახის „ევროპული საქართველო“ გარდამტეხ ცვლილებებს

ეკონომიკური უიმედობა, უმუშევრობა, სიღარიბე, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა და გაზრდილი ფასები უნდა დავასრულოთ ამ არჩევნებზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო.

„ყველაზე უკეთ ამ რვა წელს ქვეყანაში შექმნილი ვითარება აფასებს. რვა წლის შეფასება გახლავთ ლარის კურსი, რომელსაც ყველა ვხედავთ და ვგრძნობთ ჩვენი ოჯახების მაგალითზე. ყველაზე უკეთ ამ რვა წლის შეფასება არის უმუშევრობა, რომელსაც თითოეული ოჯახი გრძნობს. სიღარიბე, მუდმივად გაზრდილი ფასები, უიმედობა, ნიჰილიზმი და ხელის ჩაქნევა, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება, დაბრუნებული კრიმინალი და კორუფცია. ეს ყველაფერი არ გახლავთ პოლიტიკური შეფასებები, ეს არის ნაწილი იმ რეალობისა, რომელშიც დღეს თითოეული ადამიანი ცხოვრობს. სწორედ ამ კრიზისიდან უნდა მოიძებნოს გამოსავალი, სწორედ ამ ეკონომიკური უიმედობა, უმუშევრობა, სიღარიბე, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა და გაზრდილი ფასები უნდა დავასრულოთ ამ არჩევნებზე. ამას ეძახის „ევროპული საქართველო“ გარდამტეხ ცვლილებებს და ასეთი გარდამტეხი ცვლილებები უნდა მოვუტანოთ ქვეყანას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დატოვე კომენტარი