დავით ბაქრაძე - დიდი ალბათობით, 4 აპრილს დაანონსებული აქცია აღარ ჩატარდება, თუმცა შეთანხმების რომელიმე ნაწილის შეუსრულებლობა პროცესს უკან დააბრუნებს
დავით ბაქრაძე - დიდი ალბათობით, 4 აპრილს დაანონსებული აქცია აღარ ჩატარდება, თუმცა შეთანხმების რომელიმე ნაწილის შეუსრულებლობა პროცესს უკან დააბრუნებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დიდი ალბათობით ქვეყანაში აქციები გადაიდება.

ბაქრაძის თქმით, არა მხოლოდ შეთანხმების მიღწევის გამო, არამედ ოპოზიცია აქციების გადადების საკითხს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გათვალისწინებითაც განიხილავდა.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ისედაც განვიხილავდით რამდენად მიზანშეწონილი იყო აქციების ჩატარება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ კორონავირუსს და მოქალაქეების საფრთხეს. მითუმეტეს ამ ფონზე, როდესაც შეთანხმება მიღწეულია, დღეს განვიხილავთ და საბოლოო პოზიციას გეტყვით. დიდი ალბათობით, აქციები გადაიდება და 4 აპრილს დაანონსებული აქცია აღარ ჩატარდება“ ,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თუმცა, ბაქრაძის განმარტებით, ხელისუფლებამ შეთანხმების რომელიმე ნაწილი თუ დაარღვია, ისევ აქციების რეჟიმში გადავლენ.

„ხელისუფლებამ თუ კიდევ დაარღვია პირობა, მოგვატყუა და შეთანხმების რომელიმე ნაწილი არ შეასრულა, ეს ყველაფერი პროცესს უკან დააბრუნებს. ჩვენი სურვილი და განზრახვა არის ის, რომ აქციები აღარ ჩატარდეს და ყველანი გადავიდეთ ნორმალურ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში“ ,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანობა შენარჩუნდება.

რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას, დავით ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ მსჯელობის შედეგად, უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, შეწყვეტს თუ არა ბოიკოტს.

„ოპოზიციის ერთიანობა შენარჩუნდება, ვინაიდან ეს ფორმატის არის ღირებული. ოლქებზე და ერთიან მაჟორიტარებზე შეთანხმებას ჭირდება თანამშორმლობა ოპიზიცას შორის, ამიტომ ეს ფორმატი გააგრძელებს მუშაობს. რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას, შეთანხმებას, საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენ ნამდვილად მხარს დავუჭერთ. რაც შეეხება მანამდე პარლამეტში დაბრუნებას, ამაზე ვიმსჯელებთ და უახლოეს დღებში „ევროპული საქართველო“ ამ საკითხს გადაწყვეტს“ ,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გუშინ, 8 მარტს, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.