დავით ბაქრაძე - დღეს ერთ-ერთი მძიმე თარიღია, რომელიც გვახსენებს, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი სამშობლოს გამთლიანება 
დავით ბაქრაძე - დღეს ერთ-ერთი მძიმე თარიღია, რომელიც გვახსენებს, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი სამშობლოს გამთლიანება 

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებთან ერთად სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე მივიდა.

მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე და მნიშვნელოვანი თარიღია.

„დღეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მძიმე თარიღია, რომელიც გვახსენებს, რომ ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანისთვის და განსაკუთრებით პოლიტიკოსისთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი სამშობლოს გამთლიანება და დეოკუპაცია. ამიტომ მოვედით აქ, რომ ვთქვათ, არ შევეგუებით ოკუპაციას, არ შევეგუებით უსამართლობას და არ შევეგუებით ჩვენი სამშობლოს ნაწილის წართმევას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.