დავით ბაქრაძე ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში მოსახლეობას შეხვდა
დავით ბაქრაძე ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში მოსახლეობას შეხვდა.

ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონს უჩივიან და პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარში ამბობენ, რომ მათი ერთადერთიი შემოსავალი უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხაა.

რომან დათუაშვილი აცხადებს, რომ სიდუხჭირის გამო, მისი მეუღლე 10 წელია იტალიაშია წასული, სადაც მომვლელად მუშაობს.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ სოფელ ობჩას მოსახლეობას საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც სწორედ საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალურად დასაქმებას, სამედიცინო დაზღვევასა და სხვა პრიორიტეტებს გულისხმობს.

დატოვე კომენტარი