დავით ბაქრაძე - საპარლამენტო კონფიგურაცია შესაძლოა, შეიცვალოს, თუმცა მთავარია, უმრავლესობა დაიშალოს
დავით ბაქრაძე - საპარლამენტო კონფიგურაცია შესაძლოა, შეიცვალოს, თუმცა მთავარია, უმრავლესობა დაიშალოს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ საქმიანობაზე უმცირესობის სტატუსის დაკარგვას არანაირი გავლენა არ ექნება.

პირველი არხის კითხვის საპასუხოდ ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო კონფიგურაცია შესაძლოა, შეიცვალოს, თუმცა მთავარია, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაიშალოს და ხელისუფლებიდან წავიდეს.

„გული არ დამწყდება, თუ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს „ევროპული საქართველო“ დაკარგავს, რადგან მათი დაშლის შემდეგ სხვა სტატუსს მივიღებთ. ეს საპარლამენტო უმრავლესობისა და ხელისუფლების სტატუსი იქნება.

ჩვენი ამოცანაა არა ის, რომ ოპოზიციის სტატუსი შევინარჩუნოთ, არამედ „ქართული ოცნება“ დაიშალოს და ეს ხელისუფლება ქვეყანას მოშორდეს, რადგან წინ ვერ მიჰყავთ”, – განაცხადა ბაქრაძემ.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩება.

დატოვე კომენტარი