დავით ბაქრაძე - ​შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული სამი მთავარი საკითხი პირდაპირ შედის ევროპის საბჭოს ასამბლეის კომპეტენციაში, ჯერჯერობით სასამართლოს და საარჩევნო პრობლემები რჩება სრული სიმძაფრით
დავით ბაქრაძე - ​შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული სამი მთავარი საკითხი პირდაპირ შედის ევროპის საბჭოს ასამბლეის კომპეტენციაში, ჯერჯერობით სასამართლოს და საარჩევნო პრობლემები რჩება სრული სიმძაფრით

შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული სამი მთავარი საკითხი პირდაპირ შედის ევროპის საბჭოს ასამბლეის კომპეტენციაში. ეს არის საქართველოში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, სასამართლოს და საარჩევნო რეფორმა, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლებია, სამივე ამ საკითხზე უკვე ევროსაბჭო მუშაობს.

„ეს არის სამი გადამწყვეტი საკითხი იმისთვის, როგორი პოლიტიკური კლიმატი იქნება საქართველოში, როგორ შევხვდებით მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს. დოკუმენტის შესრულების შეფასება ჯერ ძალიან ადრეა, რადგან პრაქტიკულად, არ არის ჯერ საბოლოო სახით შემუშავებული არც ერთი კანონპროექტი, რომელმაც რეალობაში უნდა ასახოს შარლ მიშელის შეთანხმება. ამიტომ, დღეს უფრო მეტად ყურადღება გამახვილდება, რა უნდა გაკეთდეს და იმედია, ევროსაბჭოს რეზოლუცია იქნება იმაზე, რა უნდა გაკეთდეს. ჯერჯერობით სასამართლოს და საარჩევნო პრობლემები რჩება სრული სიმძაფრით“, – განაცხადა ბაქრაძემ.