დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი - ყველაფერი ერთი ადამიანის მოგონილი ზღაპარია, ვერავინ დაადასტურებს იმას, რაც არ მომხდარა
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი - ყველაფერი ერთი ადამიანის მოგონილი ზღაპარია, ვერავინ დაადასტურებს იმას, რაც არ მომხდარა

თბილისის პოლიციის სამმართველოში „სამეფო სახლის“ წარმომადგენლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამოკითხვა დასრულდა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და მთავარი სამმართველოს შენობა უკომენტაროდ დატოვა. გამოკითხვის შესახებ მისმა ადვოკატმა ლევან მხარაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიების ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.

„დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოძიებისგან მიმალვას არ აპირებდა, პირიქით, გამოთქვამდა თანამშრომლობის სურვილს. გამომძიებელი საკმაოდ კომპეტენტურია, მან დეტალურად იცის, რომ ეს ყველაფერი აბსურდია და სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ე.წ. დაზარალებულის, ანუ მისი ყოფილი მეუღლის განცხადებებისა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. კომიკურია ისიც, რომ ხუთი წლის წინანდელ ფაქტზე მსჯელობა დღეს, როდესაც ექსპერტიზა მხოლოდ მის სიტყვებს ეფუძნება და სხვა არაფერი სერიოზული არ არის. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს, მოხდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრეტიდაცია.

მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს თვეებში გამოძიება დაადასტურებს ექსპერტიზის დასკვნის გაანალიზებით, რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე. გაურკვეველია, რატომ მიმართა ექსპერტიზას ხუთი წლის შემდეგ, რატო გახდა ექპერტიზის პასუხი საჯარო ხუთი წლის შემდეგ. ეს ყველაფერი არის ერთი ადამიანის მოგონილი ზღაპარი. არ მომხდარა ძალადობის არანაირი ფაქტი და შესაბამისად, ვერავინ დაადასტურებს იმას, რაც არ მომხდარა“, – განაცხადა ადვოკატმა.