დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი გამოკითხვაზე დაიბარეს
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი გამოკითხვაზე დაიბარეს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს ჩხეიძემ განუცხადა, მას დღეს დაუკავშირდნენ და 14:00 საათზე გამოკითხვაზე დაიბარეს.

„როგორც ვიცი, ჩემი დაბარება უკავშირდება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე გამოგონილი ძალადობის საქმეს. არ ვიცი, რა კითხვები ექნებათ, მივალ და ყველაფერს გავარკვევ. უბრალოდ ის ვიცი, რომ იმ საქმეზე დამიბარეს, რაზეც ქალბატონი ანა სამი დღის განმავლობაში ჩვენებას აძლევდა”, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა.