დავით ბაციკაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, აჟიოტაჟი შექმნას, როცა წინასაარჩევნოდ პულსი არ გესინჯება, გასაგებია, რომ რაღაც უნდა გამოიგონო
დავით ბაციკაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, აჟიოტაჟი შექმნას, როცა წინასაარჩევნოდ პულსი არ გესინჯება, გასაგებია, რომ რაღაც უნდა გამოიგონო

როცა წინასაარჩევნოდ პულსი არ გესინჯება, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ სადღაც მიზერში ხარ, გასაგებია, რაღაც უნდა გამოიგონო და ყურადღება მიიპყრო, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით ბაციკაძე.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აჟიოტაჟის შექმნას ცდილობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ეს პერიოდი გამოიყენოს და შექმნას აჟიოტაჟი. თურმე მათ ესხმიან თავს და პლაკატებს, არადა პირიქით მოდიან პროვოკაციებზე. ეს მათი პროვოკაციაა და გასაგებია, რომ არ გაუვათ, ამისგან აჟიოტაჟს ვერ შექმნიან. არავინ არ ესხმის თავს მათ პლაკატებს, „ქართული ოცნება“ სულ სხვა საქმით არის დაკავებული“, – აღნიშნა დავით ბაციკაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში დღეს განაცხადეს, რომ მთიან აჭარაში მათი საარჩევნო პლაკატები დააზიანეს. პარტიის აჭარის ორგანიზაციამ ამაში მმართველი გუნდი დაადანაშაულა.

დატოვე კომენტარი