დავით არახამია – ვლადიმირ ზელენსკი და მიხეილ სააკაშვილი განსხვავებულ ფორმატში ითანამშრომლებენ

19:19, 30.04.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში განსხვავებული ფორმატით ჩაერთვება, – ამის შესახებ ბრიფინგისას „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, რადას დეპუტატმა დავით არახამიამ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„სააკაშვილს ვიცე-პრემიერად დანიშვნისთვის საკმარისი ხმები აქვს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სააკაშვილი საფუძვლიან კონსულტაციებს გადიოდა პრეზიდენტთან და ისინი თანამშრომლობის განსხვავებულ ფორმატზე შეთანხმდნენ, კერძოდ, ახალ თანამდებობაზე“, – განაცხადა არახამიამ.

​ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის განცხადებით, სააკაშვილის ახალ შესაძლო თანამდებობაზე განცხადება დღეს ან მომდევნო კვირის დასაწყისში გაკეთდება.

მსგავსი