დავით არახამია - ჩვენ გვსურს, შევქმნათ ჩვენი უკრაინული ნატო
დავით არახამია - ჩვენ გვსურს, შევქმნათ ჩვენი უკრაინული ნატო

უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინას სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და ამით შექმნას „საკუთარი უკრაინული ნატო“.

„ჩვენ გვსურს, შევქმნათ ჩვენი უკრაინული ნატო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს უდიდესმა და ეფექტურმა ქვეყნებმა აღმოგვიჩინონ მხარდაჭერა აგრესიის შემთხვევაში“, – განაცხადა მან.

არახამიას თქმით, ნატო-ს სამი ქვეყანა – თურქეთი, გერმანია და იტალია უკვე დათანხმდნენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმებას ბრიტანეთი და შეერთებული შტატებიც შეუერთდნენ, რადგან „მათ გარეშე ასეთი შეთანხმების ხელმოწერას აზრი არ ექნება“.

არახამიას განცხადებით, ამ ორი ქვეყნის გარდა, უკრაინისთვის ასევე მნიშვნელოვანია საფრანგეთის, ჩინეთისა და თურქეთის მონაწილეობა.