დავით არახამია - ამომრჩეველთა რეესტრის განახლება ნებისმიერი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა, ომმა დიდი გავლენა მოახდინა დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე და ეს რეესტრში უნდა აისახოს
უკრაინა საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების შესაძლო ჩატარებას განიხილავს, – ამის შესახებ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი, დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც არახამია წერს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად, უკრაინის „ცესკომ“ განაახლა „სახელმწიფო ამომრჩეველთა რეესტრის“ მუშაობა.
„ეს, ფაქტობრივად, გზას უხსნის ცესკო-ს, მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთქმედების აღდგენას რეესტრთან მუშაობისა და, შესაბამისად, მისი განახლების თვალსაზრისით. ამომრჩეველთა რეესტრის განახლება ნებისმიერი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. ომმა დიდი გავლენა მოახდინა დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე და ეს რეესტრში უნდა აისახოს. ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“, – წერს არახამია.