დავით არახამია აცხადებს, რომ რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ და აშშ-მა ამის გამო ზომები უნდა მიიღოს
დავით არახამია აცხადებს, რომ რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ და აშშ-მა ამის გამო ზომები უნდა მიიღოს

უკრაინის რადაში მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს, რომ რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ.

„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქციის ცნობით, ამის შესახებ არახამიამ ვაშინგტონში, გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე განაცხადა.

არახამიას თქმით, რუსები აქტიურად იყენებენ ქართულ ბანკებს, ქართულ საფინანსო სისტემას, ქართულ კომპანიებს დასავლეთის სანქციების ასარიდებლად.

„თუ ხარ რუსი სანქცირებული პირი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ პროცესს“, – აღნიშნა არახამიამ.

დავით არახამიამ აშშ-ს მოუწოდა, მიიღოს ზომები ამასთან დაკავშირებით.