დავიდ დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა
დავიდ დე ხეა ახალ, ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს „მანჩესტერ იუნაიტედთან“. როგორც „ი-ეს-პი-ენი“ (ESPN) იტყობინება, ახალი შეთანხმება მომდევნო სეზონის დაწყებამდე გაფორმდება და მისი ღირებულება დაახლოებით 110 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გასული სეზონი პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზე დაასრულდა და დე ხეას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება, გარანტიები მისცეს, რომ გუნდი მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთის იბრძოლებს.
დე ხეა „ატლეტიკოს“ აღზრდილია და 2009-11 წლებში, სანამ მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდოდა, მადრიდულ გუნდში 57 მატჩი ჩაატარა.