საფრანგეთის ჩემპიონმა „პარი სენ-ჟერმენმა“ კონტრაქტი შესთავაზა მიუნხენის „ბაიერნის“ მცველს დავიდ ალაბას, – ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ დაწერა.
თებერვალში ალაბამ გამოაცხადა, რომ არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს „ბაიერნთან“ და ზაფხულში დატოვებს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით.
გამოცემის ინფორმაციით, ავსტრიელი ფეხბურთელი უკვე შეხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტს ნასერ ალ-ჰელაიფის, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვტილება არ მიუღია, რადგან ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ კლუბში გადასვლისკენ იხრება.
28 წლის ალაბა „ბაიერნში“ 2008 წლიდან თამაშობს და ჯამში 26 ტიტული მოიგო. ამ გუნდში მან 415 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 50 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.