მიშა მშვილდაძე - დავანგრიოთ პირველ რიგში ცესკო-ს უსამართლო სისტემა, მივაყოლოთ პოლიტიზირებული ძალოვანები, კლოუნადა პროკურატურაში, სამარცხვინო სასამართლო და ყველაფერი სხვა
მიშა მშვილდაძე - დავანგრიოთ პირველ რიგში ცესკო-ს უსამართლო სისტემა, მივაყოლოთ პოლიტიზირებული ძალოვანები, კლოუნადა პროკურატურაში, სამარცხვინო სასამართლო და ყველაფერი სხვა

გვაქვს შესაძლებლობა, უბრალოდ პოლიტიკური ცვლილება კი არ განვახორციელოთ, არამედ სისტემური ინსტიტუციური ცვლილებები დავიწყოთ, – ამის შესახებ „ფორმულა კრეატივის“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სახელმწიფო გადატრიალება არის გაყალბებული არჩევნებით ძალაუფლების მიტაცება. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ცდილობს სახელმწიფოს გადატრიალებას. იმ პირობებში, როცა არც სასამართლო გვაქვს, არც პოლიცია და არაფერი გვაქვს ამათ ხელში. ხალხმა უნდა აღვკვეთოთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ცხადია, ჩვენ არ გვაქვს იმდენი შესაძლებლობები, რამდენიც პოლიციას, პროკურატურას, სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველაზე მთავარი, სიჯიუტე და ნება. ნება, რომლის ფასი ამათმა არ იციან, მათ მარტო ფულის ფასი იციან. არ დავთმობთ, რადგან ასეთია ჩვენი ნება. რადგან გავიზარდეთ, რადგან აღარ ვიმსახურებთ იმ ძალმომრეობით კლოუნადას, ძველი ბიჭები და პოლიცია რომ გვერდიგვერდ დგანან, გავარტყი ეგეთ პოლიციას და გავარტყი ეგეთ ძველ ბიჭებს, ბიჭო. რა ხდება ვაბშე, აზრზე მოდით ცოტა, ბიჭო.

მეგობრებო, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. დღეს რამდენიც ვართ, ვერავითარი პოლიცია და სპეცრაზმი ვერაფერს დაგვაკლებს ამ რაოდენობა ადამიანებს. ძალით არ წყდება ამ ქვეყანაში არჩევნებისა და ძალაუფლების საკითხი. ამიტომაც ვართ ჩვენ აქ მშვიდად. პრინციპის საკითხია. მთელს ქვეყანას ამჟამად გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ხშირად სახელმწიფოებს არ ეძლევათ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ უბრალოდ პოლიტიკური ცვლილება კი არ განვახორციელოთ და რაღაც კი არ შევცვალოთ მთავრობაში, რაც თავისთავად მაგარი ამბავი იქნებოდა, არა, ჩვენ შეგვიძლია სისტემური ინსტიტუციური ცვლილებები დავიწყოთ. დავანგრიოთ ეს სისტემა. ცესკო დავანგრიოთ პირველ რიგში, ცესკო-ს უსამართლო სისტემა. ამით დავიწყოთ ამ სისტემის ნგრევა და ამას მივაყოლოთ მერე პოლიტიზირებული ძალოვანები, ეს კლოუნადა პროკურატურაში, სამარცხვინო სასამართლო და ყველაფერი სხვა“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.