ნიკოლოზ ჩხეტიანი – დავალიანების ჩამოწერის საკითხზე ფონდი „ქართუ“ ხელისუფლებასთან აქტიურად მუშაობს
600 ათასი ადამიანებისთვის ვალების განულებაზე ფონდის წლევანდელ ბიუჯეტში უკვე დარეზერვებულია 100 მილიონი ლარი
„ქართუ“ ფონდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, 600 ათასი ადამიანებისთვის ვალების განულებაზე ფონდის წლევანდელ ბიუჯეტში უკვე დარეზერვებულია 100 მილიონი ლარი.
ამის შესახებ „ქართუ“ ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.
„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა საინტერესო ინიციატივა, რომელზეც ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან. ფონდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ”, – განაცხდა ჩხეტიანმა.