დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მოზარდ მაყურებელთა თეატრში წარმოდგენა „47=46“-ს გაიმართება
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მოზარდ მაყურებელთა თეატრში წარმოდგენა „47=46“-ს გაიმართება

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში წარმოდგენა  „47=46“-ს გაიმართება.

წარმოდგენა დაუნის სინდრომის საერთაშორისო ასოციაციის ინიცირებით, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებისა და ინტეგრირებული დასის „აზდაკის ბაღის“ ერთობლივი ნამუშევარია. პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ბაჩო გაბრუაშვილია, ქორეოგრაფიული გაფორმება კი, გია მარღანიას ეკუთვნის.