დათო ხუჯაძე „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე - არ ვადევნებ თვალს პოლიტიკას, მოვედი აქ, რომ გავიგო, რა ხდება
დათო ხუჯაძე „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე - არ ვადევნებ თვალს პოლიტიკას, მოვედი აქ, რომ გავიგო, რა ხდება

იქიდან გამომდინარე, რომ არ ვადევნებ თვალს პოლიტიკას, მოვედი აქ, რომ გავიგო, რა ხდება, – ამის შესახებ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე მომღერალმა დათო ხუჯაძემ განაცხადა.

როგორც დათო ხუჯაძემ აღნიშნა, შეკრებაზე მეგობრებთან ერთად მივიდა.

„ეს ქალაქი არ არის დიდი ყველას ვიცნობ. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვადევნებ თვალს პოლიტიკას, მოვედი აქ, რომ გავიგო. მე ბევრი რამე არ მომწონს“, – განაცხადა დათო ხუჯაძემ.

კითხვაზე, უნდა გამოჩნდეს თუ არა ხალი პოლიტიკური ძალა, დათო ხუჯაძე აცხადებს: „ახალი საჭირო არის ყველგან, თუ რაღაცა ვითარდება ქვეყანაში, ესეც სფეროა და უნდა განვითარდეს ესეც. მე მხარს ვუჭერ ამ ქვეყანას და ამ ქალაქს“, – განაცხადა დათო ხუჯაძემ.