დათა ვანიშვილს რუსმა სამხედროებმა არჩევნებში ხმის მისაცემად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა აუკრძალეს
დათა ვანიშვილს რუსმა სამხედროებმა არჩევნებში ხმის მისაცემად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა აუკრძალეს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ დათა ვანიშვილს რუსმა სამხედროებმა არჩევნებში ხმის მისაცემად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა აუკრძალეს. ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება.

85 წლის დათა ვანიშვილმა პირველ არხს განუცხადა, რომ სურდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა, თუმცა მასთან ორი ნიღბიანი პირი მივიდა და გააფრთხილა, რომ მავთულხლართების გადაკვეთის შეთხვევაში, მას დაიჭერდნენ და დააჯარიმებდნენ.

„დილით მინდოდა გადმოსვლა. ხელიც გავიჭერი მავთულებზე. ახლა რა ვქნა, როგორ გადმოვიდე. ნიღბებით იყვნენ ორნი და გამაფრთხილეს, ჯარიმას გადაგახდევინებთო. სამხედროებმა გამაფრთხილეს, რომ არ გადმოვსულიყავი. აბა ჯარიმა როგორ გადავიხადო. დადიან და რომ გადმოვიდე, გაიგებენ“, – განაცხადა დათა ვანიშვილმა.

დათა ვანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში საკუთარი არჩევანის დაფიქსირება შეძლო.