დაშავებული ორი მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს

21:16, 09.02.2018

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ მიყვანილი 15 და 16 წლის არასრულწლოვნები კლინიკიდან გაწერეს. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ექიმის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ერთ-ერთ არასრულწლოვანს თავზე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აღენიშნებოდა, ხოლო მეორეს სახეზე ნაკაწრები ჰქონდა.

მოზარდები სამართალდამცველებმა გამოკითხეს. როგორც იაშვილის კლინიკის ექიმმა განაცხადა, დაშავებულების თქმით, მათზე თავდასხმა დიდუბეში, ერთ-ერთ სტადიონთან მოხდა. მათი თქმით, მათზე თავდასხმა დაახლოებით, 30-მა მოზარდმა განახორციელა.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი