დასავლური მედია წერს, რომ გერმანიის სახმელეთო ჯარები სრულად ვერ შეასრულებენ ნატო-ს ვალდებულებებს
დასავლური მედია წერს, რომ გერმანიის სახმელეთო ჯარები სრულად ვერ შეასრულებენ ნატო-ს ვალდებულებებს

გერმანიის სახმელეთო ჯარები სრულად ვერ შეასრულებენ ნატო-ს ვალდებულებებს, – ამის შესახებ გერმანული მედია გერმანელი მაღალჩინოსნის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

„არმია ვერ შეძლებს მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების წარმოებას და ნატო-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას“, – აღნიშნულია გერმანელი მაღალჩინოსნის მოხსენებაში.

როგორც „ბილდი“ წერს, გერმანიისა და ნატო-ს შეთანხმება აძლიერებს ზეწოლას გერმანიის თავდაცვის მინისტრზე, ბორის პისტორიუსზე, რომელიც ბუნდესვერის სტრუქტურულ პრობლემებს აწყდება.

მოხსენების თანახმად, ჯარის მთელი აქტივების გაერთიანებაც კი არ იძლევა 2025 წლისთვის დივიზიის სრულად აღჭურვის შესაძლებლობას, ხოლო უკრაინის მუდმივი დაფინანსება და სამხედრო მხარდამჭერა აშკარად იწვევს ჯარის ოპერატიული მზადყოფნის შემცირებას.

როგორც მედია წერს, მოხსენების მიხედვით, მეორე სამხედრო დანაყოფის ოპერატიული მზადყოფნა, რომელსაც ბუნდესვერი 2027 წლიდან გეგმავს, არარეალურად მიიჩნევა, რადგან სამხედრო დანაყოფი 2027 წელსაც არ იქნება საკმარისად აღჭურვილი.

ამასთან, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა „პოლიტიკოს“ განუცხადა, რომ 2025 წლის ვალდებულება უცვლელი რჩება. გამოცემა წერს, რომ გერმანიის არმიას კომენტარი არ გაუკეთებია.

ბერლინი ნატო-ს სრულად აღჭურვილი არმიის დივიზიას, უკრაინასთან რუსეთის ომის საპასუხოდ, დაგეგმილზე ორი წლით ადრე, 2025 წელს დაჰპირდა.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალფონს მაისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, ახალი საფრთხეების გათვალისწინებით, გერმანიის სახმელეთო ჯარები არ იყო სათანადოდ აღჭურვილი.