დასავლეთის მხრიდან ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბელარუსი სატრანსპორტო ტრანზიტის ჩაკეტვას არ გამორიცხავს
დასავლეთის მხრიდან ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბელარუსი სატრანსპორტო ტრანზიტის ჩაკეტვას არ გამორიცხავს

დასავლეთის მიერ ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბელარუსის შემოვლა ჩრდილოეთ პოლუსიდან ან ხმელთაშუა ზღვიდან მოუწევთ, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი მინსკის წინააღმდეგ ახალ თუ სანქციებს დააწესებს, ხელისუფლება სატრანსპორტო ტრანზიტის ჩაკეტვას არ გამორიცხავს.

„ახალი სანქციების ეტაპებით ბელარუსის წინააღმდეგ სიტუაციას თუ გაართულებთ, მაშინ ბელარუსს ჩრდილოეთ პოლუსიდან ან ხმელთაშუა ზღვიდან შემოუვლით“, – მიმართა ლუკაშენკომ დასავლეთს.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიის პირობებში სატრანზიტო, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების თვალსაზრისით რესპუბლიკის ხელისუფლება კვლავ „ადამიანურად“ იქცევა. ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაზე ზეწოლის მიზნით სანქციების გამოყენება საერთაშორისო მასშტაბის შანტაჟია.

დატოვე კომენტარი